2023 წლის 4 ივლისს, 16:00 გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტის - თინათინ კაჭარავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „B12 ვიტამინის დეფიციტის კავშირი ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებებთან“
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ელენე გიორგაძე, ასოცირებული პროფესორი შოთა ჯანჯღავა.
სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, N201 აუდიტორიაში.